ნალექი, ქარი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მარტამდე საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, 4 თებერვლიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, იქროლებს ძლიერი ქარი.

ამავე ინფორმაციით, თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 მარტს დღის საათებში +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. 4 თებერვლიდან დედაქალაქშიც აცივდება, იქროლებს ძლიერი ქარი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები