პირველი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება

პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები​ უქმდება, – ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.

ღიბრაძის თქმით, ასევე უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, ასევე დეზობარიერების ქონის ვალდებულება.

„სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები