ოზურგეთში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე გაიმართა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე “ნაციონალურ მოძრაობის” წევრები უმრავლესობის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდის საკითხი გახდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკითხის ინიცირების გადადება და ამ თანხით საბავშვო ბაღების თანამშრომლებისა და მეეზოვეებისთვის ანაზღაურების გაზრდა მოითხოვა.

როგორც უმრავლესობის წევრები განმარტავენ, ბაღების თანამშრომლების ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება.

უმრავლესობამ პროექტი დაამტკიცა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები