წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად გახარიას პარტიის წევრი დაასახელეს

წალენჯიხის საკრებულოში დღეს მეექვსედ შეიკრიბნენ თავმჯდომარის ასარჩევად. სხდომაზე 27 დან 24 დეპუტატი გამოცხადდა.

ერთადერთი საკითხი, რაც სხდომის უხუცესმა წევრმა, ენმ-ს წარმომადგენელმა ავთანდილ გაბელიამ დააყენა, თავმჯდომარის არჩევაა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაა, რომ არ სურთ მმართველ პარტიას ჰქონდეს რაიმე თანამდებობა საკრებულოში. სწორედ ამიტომ, ისინი “ოცნების” კანდიდატებს არ დაუჭერენ მხარს. მცირე დაპირისპირების შემდეგ, ავთანდილ გაბელაიამ თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატად “საქართველოსთვის” წევრის, კორნელი სალიას კანდიდატურა დაასახელა და ამის მერე სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

ინფორმაციისთვის, წალენჯიხის წარმომადგენლობით ორგანოში ენმ-ს და “ქართული ოცნებას” 11-11 წევრი ჰყავს, “ლელოს” 1, ხოლო პარტია “საქართველოსთვის” 4 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები