ჭიათურის მერმა მრავალშვილიანი ოჯახის პატარა წევრებს ოცნება აუსრულა

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ნიგოზეთის ადმინისტრაციული ერთეულის,მაღალმთიან სოფელ ბერეთისაში მცხოვრებ ციცქიშვილების მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველი ოჯახის პატარა წევრებს ოცნება აუსრულა და ძველით ახალი წლის ღამეს სანტა კლაუსთან ერთად ესტუმრა.
მერმა ოჯახს მრავალნაირი დასახელების სურსათი, ტკბილეული, ხოლო ბავშვებს-მათი საყვარელი სათამაშოები მიუტანა და მაღალმთიანი სოფლიდან ძველით ახალი წლის დადგომა მიულოცა ჭიათურის და სრულიად საქართველოს მოსახლეობას.
“დღეს ბერეთისაში ციცქიშვილების მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ,სადაც ხუთი არაჩვეულებრივი პატარა იზრდება და მივულოცეთ ახალი წელი. მათთან ერთად ყველა ოჯახს, ყველა პატარას ვულოცავ. მომავალი წელი ყოფილიყოს კეთილდღეობის,სიხარულის და წარმატებების მომტანი.”-განაცხადა გივი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები