თბილისი -2 985, აჭარა – 569, იმერეთი – 563 – როგორია ეპიდვითარება დედაქალაქსა და რეგიონებში

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისში, აჭარასა და იმერეთში დაფიქსირდა.

“საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 985 შემთხვევა, აჭარა – 569, იმერეთი – 563, ქვემო ქართლი – 205, შიდა ქართლი – 282, გურია – 145, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 290, კახეთი -192, მცხეთა-მთიანეთი -131, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც: 4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 901, აჭარაში – 599, იმერეთში – 774. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 083 პირი, მათ შორის, თბილისში – 519, აჭარაში – 130, იმერეთში – 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 281 პირი, მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 39, იმერეთში – 25. 1 801 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 192 – თბილისში, 426- აჭარაში. 31 370 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 65, ხოლო აჭარაში – ოთხი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 10 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 835 ადამიანი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები