როგორი ეპიდვითარებაა თბილისსა და რეგიონებში – 8 იანვრის სტატისტიკა

ქვეყანაში გამოვლენილი 2 622  კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევიდან  ყველაზე მეტი კვლავ თბილისში, აჭარასა და იმერეთში დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 597 შემთხვევა, აჭარა – 343, იმერეთი – 179, ქვემო ქართლი – 84, შიდა ქართლი – 111, გურია – 48, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი -101, მცხეთა-მთიანეთი -48, სამცხე-ჯავახეთი -30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 184 საიდანაც:
• 1 228 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 846 – თბილისში, 281 – აჭარაში.

• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 43, ხოლო აჭარაში – 8.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 7 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 458 ადამიანი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები