აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, ქუთაისში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა #ავიცრათერთმანეთისთვის კამპანიაში ჩაერთო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად აგრძელებს საქართველოს მასშტაბით #ავიცრათერთმანეთისთვის კამპანიაში დევნილი მოსახლეობის ჩართვას. ვაქცინაციის მსურველები ამჯერად ქუთაისში მათთვის სასურველი ვაქცინით აიცრნენ. იმუნიზაციის პროცესში მათ საინფორმაციო ბუკლეტები და პირბადეები გადაეცათ. დევნილი საზოგადოების ვაქცინაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები