1778 ახალი ინფიცირებული, 63 გარდაცვლილი – 6 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა საქართველოში

 

საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ვირუსს 63 ადამიანი ემსხვერპლა.

“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 855 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 445 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 410 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 867 071-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.56% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 234 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 809 830.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 407 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა – 89, იმერეთი – 270, ქვემო ქართლი – 130, შიდა ქართლი – 83, გურია – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 119, კახეთი – 66, მცხეთა-მთიანეთი – 36, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც: 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 565, აჭარაში – 534, იმერეთში – 1 332.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 611 პირი, მათ შორის, თბილისში – 615, აჭარაში – 104, იმერეთში – 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 362 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 39, იმერეთში – 32.

1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 – თბილისში, 257 – აჭარაში; მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის 37 232 პირი; საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 35, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 5 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 509 ადამიანი“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები