ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, იმერეთში 686, შიდა ქართლში კი 343

ქვეყანაში გამოვლენილი 3 950 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, იმერეთში 686, შიდა ქართლში კი  343, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 54 482 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 510 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 972 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 950 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 861 883-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.66% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.33%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 014 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 801 864.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 298 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, აჭარა – 152, იმერეთი – 686, ქვემო ქართლი – 222, შიდა ქართლი – 343, გურია – 108, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 208, მცხეთა-მთიანეთი – 126, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 695 საიდანაც:
6 528 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 565, აჭარაში – 562, იმერეთში – 1 353.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 601 პირი, მათ შორის, თბილისში – 592, აჭარაში – 103, იმერეთში – 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 42, იმერეთში – 35.
1 155 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 – თბილისში, 267 – აჭარაში.
40 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 3 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 295 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 193 ადამიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები