საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 014 ადამიანი
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციის თანახმად, კოვიდინფექცია დაამარცხა 2014-მა პაციენტმა.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსს საქართველოში 40 ადამიანი ემსხვერპლა.
დღე-ღამეში საქართველოში 54482 ტესტი ჩატარდა.