ზესტაფონის მერმა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრები მიუტანა

????????????????????????????????????

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში მოადგილესთან, მალხაზ შერგელაშვილთან ერთად მივიდა და „ორიონის“ აღსაზრდელებს საჩუქრები მიუტანა. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

„ მნიშვნელოვანია ზესტაფონის სინამდვილეში ისეთი ორგანიზაციის არსებობა, როგორიც „ორიონია“. ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი 2004 წლიდან, ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე. „ორიონი“ ერთ – ერთი პირველი იყო რეგიონში, ვინც დაარღვია სტიგმა საზოგადოებაში და შექმნა პრეცედენტი იმისა, რომ შშმ პირები, ცხოვრების სრულუფლებიანი წევრები არაინ და მათი რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, ერთად უნდა ვიზრუნოთ შესაფერი გარემოს შექმნაზე“, – ამბობს ვასილ გველესიანი.

3 დეკემბერი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან აღინიშნება, როგორც შშმ პირთა თანასწორობის და უფლებების დაცვის დღე.
ქუთაისის მერიის ცნობით, ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები