ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გრანტი მოიპოვა

ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, გრანტი მოიპოვა. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის მიხედვით,  ქუთაისის,   ხელვაჩაურის  და ახალგორის  მუნიციპალიტეტებისთვის  მძიმე ტექნიკას შეიძენენ.
ტექნიკის დახმარებით, გაძლიერდება მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზაობისა და შედეგების ეფექტურად დაძლევისთვის. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს გაუმჯობესებულ მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ სერვისებს, როგორებიცაა: გზების, კანალიზაციის, სასმელი და სანიაღვრე წყლის სისტემები.
საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხოების  დაცვას.
” ამ დღეებში  ხელი მოვაწერეთ იაპონიის  საელჩოს მიერ დაფინანსებულ საგრანტო  პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ქუთაისის მუნიციპალიტეტში შეძენილი იქნება მძიმე ტექნიკა, ბუნებრივ კატასტროფებთან სწრაფად და ეფექტურად საბრძოლველად.
აქვე უნდა აღინიშნოს  ისიც, რომ  ახლახანს ჩვენ კიდევ  ერთი  გრანტი მოვიპოვეთ,  კულტურის სტრატეგიის შესაქმნელად.  30 000 ევროს ოდენობის გრანტი ქუთაისს EU4Culture  პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მიერ  გადმოეცა.  ქუთაისის კულტურის  სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა  უკვე დაწყებულია ” – აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები