ქუთაისში საკრებულოს თავმდჯომარედ ირაკლი შენგელია აირჩიეს

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ფარული კენჭისყრით თავმჯდომარის პოზიცია ირაკლი შენგელიამ დაიკავა. “ქართული ოცნების” წარმომადგენელს მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. 14 ხმა მიიღო ოპოზიციის კანდიდატმა. სამმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები