სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ შშმ პირთა საერთაშორისო დღე ,,ლამპარის” აღსაზრდელებს მიულოცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ შშმ პირთა საერთაშორისო დღე დღის ცენტრ ,,ლამპარში” აღნიშნა. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ,,ლამპარის” 16 აღსაზრდელი სხვადასხვა საჩუქრით დააჯილდოვდა.
შშმ ბავშვთა ზრუნვაზე, პედაგოგთა ჩართულობაზე და ზოგადად, დღის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ნატალია მანჯგალაძემ. მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს მადლობა გადაუხადა დღის ცენტრის ერთ-ერთმა აქტიურმა ფუძემდებელმა, შუქია თვალაბეიშვილმა. ბავშვების განწყობაზე ანიმაციურმა გმირებმაც იზრუნეს.

,, დღეს მნიშვნელოვანი დღეა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ შშმ პირთა უფლებები, რაც ხელს შეუწყობს სტერეოტიპების ნგრევას”,- აღნიშნა  EDEC-ის ბავშვთა დაცვის პროგრამის მენეჯერმა, სოფიო კუპატაძემ.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერი შშმ პირთა დღედ 1992 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები