რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი “ბუსტერ” დოზით აიცრა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზით აიცრა. ამის შესახებ “კვირას” სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა აცრა ამბროლაურის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთან ასლან საგანელიძესთან ერთად ჩაიტარა და ადგილზე ვაქცინაციის მიმდინარეობასაც გაეცნო.

‘’მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ მეტი აქტიურობა, რადგან ვაქცინაციის პროცესის წარმატებულად ჩატარება წარმოუდგენელია საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობის გარეშე. მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ქვეყნის, მოქალაქეების და ერთმანეთის წინაშე, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს’’-განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ამბროლაურის რეგიონალურ ჯანდაცვის ცენტრში 60 წელს ზემოთ ასაკის პირების მომართვიანობა საგრძნობლად არის გაზრდილი, აგრეთვე გაზრდილია ე.წ ‘’ბუსტერ’’დოზით ვაქცინირება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები