ონში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა განახლდება – შეხვედრა მერიაში

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, მოადგილეებთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ – ბექა ოშხერელსა და გენერალურ მდივან – ენრიკო ჩიტალაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით ფეხბურთის სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებსა და გამოწვევებს.

ბექა ოშხერელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები, მიზნები და პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ონში იგეგმება საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განახლება, მინი ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ფუტსალის საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ეს კი თავის მხრივ სპორტული ტურიზმის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები