“განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში ჭიათურაში 10 პროექტი ხორციელდება

საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამისგანახლებული რეგიონების” ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტში 10 პროექტი ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს ჭიათურაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ინოვაციების დანერგვას.

მათი ცნობით, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანრე ციცქიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ტექნიკურ ზედამხედველებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

“პროექტისგანახლებული რეგიონებისფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში შენდეგი ხორციელდება:
 კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდისსავარჯიშო მოედნის და სკვერის მოწყობა.

წერეთლის ქუჩაზე N1 და N2 შენობის ფასადისსარეაბილიტაციო სამუშაოები.

9 აპრილის ქუჩის N13-ში მდებარე საცხოვრებელიკორპუსის ფასადის რეაბილიტაცია.

9 აპრილის ქუჩის N17-ში მდებარე მრავალბინიანისაცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია.

9 აპრილის ქუჩის N19-ში მდებარე მრავალბინიანი

თხელიძის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციისსამუშაოები.

წერეთლის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია.

ქორწინების სახლის ფასადის რეაბილიტაცია.

კინოს სახლის წინ არსებული ტერიტორიის მოწყობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები