გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში არარეგისტრირებული 2 სახერხი საამქრო გამოავლინეს.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშას მიმდებარე ტყეში და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, მდინარე ღარულას მიმდებარედ. ხარაგაულში სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს წაბლის სახეობის 0,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები