ქუთაისი სამოქალაქო ბიუჯეტირების წარმატებით განხორციელებისთვის 6 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა

ქუთაისი სამოქალაქო ბიუჯეტირების წარმატებით განხორციელებისთვის 6 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა. აღნიშნულის შესახებ კონფერენციაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021″ გახდა ცნობილი.  ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ჩატარდა, ორგანიზაციების „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოში” (SFPL in GEO) და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის” ინიციატივითა და ორგანიზებებით.

“კონფერენციაზე განსახილველ თემას წარმოადგენდა დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, გამოწვევები და წარმატებული ისტორიები საქართველოში, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდა კარგი პრაქტიკის გაზიარება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები