3 დეკემბრის 10:00 საათიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბოურს, თუზს ნაწილობრივ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიღას აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 3 დეკემბრის 10:00 საათიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბოურს, თუზს ნაწილობრივ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიღას აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარი” ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გეგმიური სამუშაოები გახდა. “აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება 20 დეკემბერის 16:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და სრულად 21 დეკემბრის დღის ბოლომდე აღდგება.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge  “,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები