ონში, სოფელ ხირხონისში საყრდენი კედლის მოწყობის და მეწყრისგან დაზიანებული გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სოფელ ხირხონისში საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, ასევე განხორციელდა მეწყრისგან დაზიანებული გზის რეაბილიტაცია.
” სოფელ ხირხონისში იმყოფებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად და ადგილზე გაეცნო შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას.
საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა შპს „ორვოს” მიერ, დაფინანსდა 100% ადგილობრივი ბიუჯეტით და ღირებულება შეადგენდა 65298 ლარს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები