კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 740, იმერეთში 843, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 358

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1740, 186 აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 358, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 321 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 134 PCR ტესტით.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 740 შემთხვევა, აჭარა – 186, იმერეთი – 843, ქვემო ქართლი – 257, შიდა ქართლი – 349, გურია – 136, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 358, კახეთი – 260, მცხეთა-მთიანეთი – 128, სამცხე-ჯავახეთი – 171, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც: 6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 610, აჭარაში – 520, იმერეთში – 1 388.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 649, აჭარაში – 122, იმერეთში – 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 370 პირი,  მათგან თბილისში – 207, აჭარაში – 39, იმერეთში – 33.
1 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 – თბილისში, 249 – აჭარაში.
38 129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 295 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 760 ადამიანი.“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები