ქვეყნის მასშტაბით, გასული 24 საათის განმავლობაში 11 999 აცრა ჩატარდა

 

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 11 999 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

საქართველოში ჯამურად 2 183 335 აცრაა ჩატარებული.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის 4 459 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი.

კორონავირუსს საქართველოში კიდევ 65 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები