ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და “აჭარა ჯგუფს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და “აჭარა ჯგუფს” შორის თანამშრომლობა იწყება. ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი “აჭარა ჯგუფთან” გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში იმერეთის რეგიონის მასშტაბით მსურველებს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსებს შესთავაზებს. ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სპეციალურ კურსებს დაინტერესებული ადამიანები ჭიათურაში, მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე გაივლიან, პროგრამა კი აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნება და, თანამედროვე პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. პროგრამა მოიცავს მომსახურების სფეროს მიმართულებებს.

გადამზადებული კადრები, სრულად დააკმაყოფილებენ შრომის ბაზარზე არსებულ კრიტერიუმებს, რომელსაც მომსახურების სფეროში დღეს დამსაქმებელი კომპანიები ითხოვენ.

“მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ადამიანების დასაქმებას, ადამიანური კაპიტალის და რესურსების განვითარებას, ასევე მომსახურების სფეროში მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას, სადაც ხარისხს და კვალიფიციურ კადრებს, დღეს უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც მოქმედებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. “აჭარა ჯგუფსა” და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც ამის საუკეთესო მაგალითია.

მულტიფუნქციურ ცენტრში უკვე მოქმედებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამა, რომელიც იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს განვითარების ახალ შესაძლებლობას აძლევს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს შიდა მიგრაციული პროცესების შეჩერებას.”

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები