61 გარდაცვლილი და 4058 ახალი შემთხვევა – როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 61 ადამიანი, 2 157 კი – გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 53 440 კვლევა, აქედან 29 899 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 23 541 ​PCR-ით. 26 ნოემბერს აიცრა 10 179 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 7,59%-ია, ბოლო 14 დღის – 9,01%-ია, 7 დღის – 9,03%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

თბილისი – 1 550 შემთხვევა;
აჭარა – 164;
იმერეთი – 766;
ქვემო ქართლი – 225;
შიდა ქართლი – 354;
გურია – 137;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 333;
კახეთი – 257;
მცხეთა-მთიანეთი – 105;
სამცხე-ჯავახეთი – 139;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 835 306 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 774 458 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 871 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები