შსს: ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარე აქციებზე, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, ჯამში 6 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოს სხდომების პარალელურად მიმდინარე აქციებზე პოლიციამ ჯამში 6 ადამიანი დააკავა.

დაკავებულებს გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

“პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე პოლიციამ ზუგდიდში 2 პირი, ხოლო აჭარაში 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა”, – ამბობენ უწყებაში.

შსს აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონი დაიცვან და პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს დაემორჩილონ.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები