წყლის დონეების მატება და მეწყრული პროცესები – სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

24 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები