ონის მერია: აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი გაზრდილია

ონის მუნიციპალიტეტში 60 წლისა და უფროსი ასაკის პირთა იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ონის საავადმყოფოში  აცრის მსურველ პენსიონერთა რიცხვი გაზრდილია. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.
“ონის მუნიციპალიტეტის მერი-სერგო ხიდეშელი ონის საავადმყოფოში ადგილზე იმყოფებოდა და პირადად გაეცნო ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს, მან მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები