პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის გრიპის აცრა უფასო იქნება

გრიპის ვაქცინა 6 თვის ასაკიდან ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვაქცინაცია 1 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

“სეზონური გრიპის მართვა ადამიანებმა 1940-ანი წლებიდან ვაქცინის წყალობით შევძელით. ამის გამო შესაძლოა გრიპის ვირუსი სერიოზულ საფრთხედ არ აღვიქვათ, თუმცა ამ ზამთარს მისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია.
22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები