ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 815 შემთხვევა, იმერეთში – 997, შიდა ქართლში – 497

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი 5 085 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 1 815 შემთხვევა კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს,  კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა იმერეთში გამოვლინდა, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 997 ფაქტი დაფიქსირდა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 815 შემთხვევა, აჭარა – 202, იმერეთი – 997, ქვემო ქართლი – 330, შიდა ქართლი – 497, გურია – 122, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 427, კახეთი – 358, მცხეთა-მთიანეთი – 139, სამცხე-ჯავახეთი – 152, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 884 საიდანაც: 6 588 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 618, აჭარაში – 515, იმერეთში – 1 395. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 698 პირი, მათ შორის, თბილისში – 673, აჭარაში – 128, იმერეთში – 506. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 43, იმერეთში – 36. 1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 713 – თბილისში, 212 – აჭარაში. 40 193 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – ცხრა.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 925 ადამიანი“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები