ჭიათურის ადმინისტრაციულ ერთეულებში „მიღების დღე“ დაწესდა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე უძღვებოდა. თათბირს მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები და სოფლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, გივი მოდებაძემ რწმუნებულებისგან ის საჭიროებები მოისმინა, რაც სოფლებში დღეისთვის მნიშვნელოვანია და თითოეულ მათგანს შესაბამისი დავალებები მისცა.
მერმა რწმუნებულებს განუცხადა,რომ მათი ამოცანა სოფლის მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაცია, მათზე ზრუნვა და ყველა პრობლების გადაწყვეტა უნდა იყოს.
“თქვენი ყოველდღიური საზრუნავი უნდა იყოს ხალხი და უფრო მეტი უნდა გააკეთოთ მათთვის. ვიცი, მოსახლეობას არ აქვს თქვენთან შეხვედრის პრობლემა, თუმცა, მეტი კომუნიკაციის მიზნით ,კვირაში ერთხელ დააწესეთ „მიღების დღე“,რომელსაც ხშირად მეც დავესწრები“-განაცხადა გივი მოდებაძემ.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭიათურის მუნიციპალური სამსახურისგან კორონოვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქალაქში არსებული მდგომარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია, ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციის აუცილებლობაზე. მერის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციისთვის ხანდაზმულებს სოფლებში ბრიგადები ადგილზე მოემსახურებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები