ონში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ქალაქ ონში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის გახსნის ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
„ სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ონის მუნიციპალიტეტში შეიქმნა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, სივრცე მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის თავისუფალი დიალოგისთვის.
ეს არის ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მუნიციპალური ბიბლიოთეკის სივრცეში საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურს ცენტრი ,,ქალთა ოთახი’’, რომლის მიზანია ქალებისა და გოგონების ცნობიერების დონის ამაღლება, მათ საჭიროებებზე მორგებული ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, რაც შემდგომში განაპირობებს მათ ეკომონიკურ, სოციალურ და სამოქალაქო აქტიურობას და გაძლიერებას. ქალთა ოთახის ვიზიტორებს შეეძლებათ უფასოდ ისარგებლონ: კომპიუტერითა და ინტერნეტით; ბიბლიოთეკით; საბავშვო კუთხით; სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად; საკონსულტაციო სერვისებითა და სხვა მომსახურებით. „ქალთა ოთახი’’ ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტში დემოკრატიულ ღირებულებებსა და თანასწორუფლებიანობაზე ორიენტირებული სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფას ქალისა და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობით.
აღნიშნული სივრცე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ განხორციელებული ,,ალიანსების კავკასიის პროგრამის’’ ფარგლებში დაფინანსდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები