ზუგდიდში ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, 8 სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის შეწყვეტის გამო, რვა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მათგან 6 ქალაქის სკოლაა, ესენია – მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-10 და მე-12 საჯარო სკოლები, ხოლო ორი – რუხის და ცაიშის.

აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებებში საგაკვეთილო პროცესი საკლასო ოთახებში 25 ნოემბერს აღდგება.

კომპანია “სოკარმა” 16 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამეგრელოს რამდენიმე მუნიცპალიტეტში დაგეგმილი  სარეკონსტრუქიო სამუშაოების გამო, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება 18 ნოემბრიდან შეუწყდებოდათ. გაზის მიწოდება 20 ნოემბერს, 12 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და 24 ნოემბრის დღის ბოლომდე დასრულდება.

ამასთან, ზუგდიდის კიდევ 2 სკოლა ამ დროისთვის ონლაინ სწავლების რეჟიმზეა გადასული. მეორე და მეთერთმეტე საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა. მოსწავლეები საკლასო ოთახებში 26 და 27 ნოემბერს დაბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები