კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 646, იმერეთში – 819, შიდა ქართლში – 422

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლში გამოვლინდა.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 646 შემთხვევა, აჭარა – 190, იმერეთი – 819, ქვემო ქართლი – 258, შიდა ქართლი – 422, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 387, კახეთი – 315, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 58“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის 795 874 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 731 996, გარდაიცვალა 11 212 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები