კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 753 თბილისში გამოვლინდა, 810 იმერეთში, 413 სამეგრელო-ზემო სვანეთში

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან 1 753 თბილისში გამოვლინდა, 810 იმერეთში, 413 სამეგრელო-ზემო სვანეთში, – ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 753 შემთხვევა, აჭარა – 151, იმერეთი – 810, ქვემო ქართლი – 330, შიდა ქართლი – 355, გურია – 104, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 413, კახეთი – 318, მცხეთა-მთიანეთი – 146, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 58 366 საიდანაც: 6 755 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 625, აჭარაში – 602, იმერეთში – 1 393. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 643 პირი, მათ შორის, თბილისში – 630, აჭარაში – 127, იმერეთში – 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371პირი, მათგან თბილისში – 204, აჭარაში – 38, იმერეთში – 32. 1 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 840 – თბილისში, 266 – აჭარაში. 50 316 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 12 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 272 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 936 ადამიანი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები