კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 956, იმერეთში – 1 059, კახეთში – 492

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა, აჭარა – 217, იმერეთი – 1 059, ქვემო ქართლი – 413, შიდა ქართლი – 446, გურია – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328, კახეთი – 492, მცხეთა-მთიანეთი – 109, სამცხე-ჯავახეთი – 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -71.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 266 საიდანაც: 6 666 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 555, აჭარაში – 554, იმერეთში – 1 445. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 645 პირი, მათ შორის, თბილისში – 623, აჭარაში – 129, იმერეთში – 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 334 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 38, იმერეთში – 29. 1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 – თბილისში, 245 – აჭარაში. 43 358 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – ორი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 4 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 434 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები