კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 2 237, იმერეთში 1 148, კახეთში კი 553 გამოვლინდა

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 58 291 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 818 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 237 შემთხვევა, აჭარა – 229, იმერეთი – 1 148, ქვემო ქართლი – 417, შიდა ქართლი – 508, გურია – 183, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 401, კახეთი – 553, მცხეთა-მთიანეთი – 124, სამცხე-ჯავახეთი – 163, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 61.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 114 საიდანაც: 6 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 490, აჭარაში – 529, იმერეთში – 1 413. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 588 პირი, მათ შორის, თბილისში – 600, აჭარაში – 109, იმერეთში – 499. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი, მათგან თბილისში – 183, აჭარაში – 40, იმერეთში – 33. 1 091 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 686 – თბილისში, 206 – აჭარაში. 41 477 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

​​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 2 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 770 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები