როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +22 გრადუს, ღამით +15. წვიმაა ნავარაუდევი ზუგდიდშიც. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით  +13. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

მესტიაშიც ნალექი და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით  +4 . ამბროლაურში წვიმიანი დღეა, ტემპერატურა +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით  +9 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღისით +18, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

+19 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

გორში წვიმა და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +11. ცხინვალში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

გუდაურშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +3. ომალოში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც წვიმას პროგნოზირებენ. დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები