მაჟიეთში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მეუფე ვახტანგმა სამეუფეო წირვა აღავლინა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჟიეთში იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მეუფე ვახტანგმა სამეუფეო წირვა აღავლინა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, წირვას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე სერგო ხიდეშელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ დღეს მეუფე ვახტანგი იუბილარია.
ონის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს დაბადების დღეს მეუფე ვახტანგს, უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ერის და ეკლესიის საკეთილდღეოდ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები