“დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები” – შსს ბათუმში არასრულწოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იძიებს

ბათუმში არასრლუწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირებისა და მოზარდზე განხორციელებული ძალადობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, არასრულწლოვნების გამოკითხვები მშობლებთან და სოც მუშაკთან ერთად ჩატარდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოც მუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით”,- აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ თანატოლები 13 წლის გოგოს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. არსებული ცნობით, მომხდარს ასევე წინ უძღოდა გოგონას მიმართ განხორციელებული კიბერბულინგი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები