საქართველოში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსები დღეს და ხვალ საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები