ონის მერიაში “მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს” სხდომა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს” სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
“სხდომაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. შშმ პირთათვის ინფრასტრუქტურული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა 2. შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე შშმ პირთა 2021 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ჩიკვაიძის განცხადებით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მომავალ წელს დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები , რომ ონის მუნიციპალიტეტში მმცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები