თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, იმერეთში – 876, კახეთში – 734 – კოვიდსტატისტიკა თბილისსა და რეგიონებში

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, იმერეთში – 876, კახეთში – 734 – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა – 119, იმერეთი – 876, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 300, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322, კახეთი – 734, მცხეთა-მთიანეთი – 123, სამცხე-ჯავახეთი – 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 63.

➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 601 საიდანაც:
• 5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 186, აჭარაში – 510, იმერეთში – 1 286.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 425 პირი, მათ შორის, თბილისში – 498, აჭარაში – 128, იმერეთში – 458. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 304 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 35, იმერეთში – 30.
• 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 554 – თბილისში, 224 – აჭარაში.
• 45 683 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 3.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 22 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 263 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 248 ადამიანი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები