ონის მერია: ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით ჩიკვაიძემ მერის რანგში ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
“შეხვედრის დასაწყისში მერმა ისაუბრა დანიის სამეფოში შემდგარი საქმიანი ვიზიტის შესახებ, შთაბეჭდილებებზე, სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამსახურებში სამუშაო პროცესის დროს გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, მიმდინარე პროექტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
შეხვედრის დასასრულს დავით ჩიკვაიძემ მადლობა გადაუხადა ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თანამშრომლობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები