“ბერიძე ემუქრებოდა, რომ ფანჯრიდან გადააგდებდნენ და მის გვამს თხრილში იპოვიდნენ” – ანასტასია შატალოვას უფლებადამცველი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს

თბილისში მოკლულ ანასტასია შატალოვას უფლებადამცველი, პაატა შავაძე საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს და იმ ჩვენებას ასაჯაროვებს, სადაც მოკლული ქალი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის მხრიდან ლიკვიდაციის მუქარაზე საუბრობს.

ჩვენების თანახმად, ზურა ბერიძე შატალოვას ე.წ ქილერის დაქირავებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

“ბავშვის მამა გახლავთ ბრალდებული ნატალია შატალოვასა და მისი მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, ასევე მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში. არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომ ბავშვი დარჩეს მამას. იყო მუქარა მის მიმართ ქილერის დაქირავების, რომ გადააგდებდნენ ფანჯრიდან და მის გვამს თხრილში თუ რაღაც არხში იპოვიდნენ”, – ამბობს პაატა შავაძე.

ადვოკატის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შატალოვას მცირეწლოვან შვილზე მეურვეობის განკარგვის საკითხზე. შავაძე შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, რომ ბავშვი მამას მეურვეობაში არ გადასცენ, ვიდრე მომხდარზე გამოძიება არ დასრულდება.

პაატა შავაძე ასევე მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდნენ ანასტასია შატალოვას მიერ მიცემული ამ კონკრეტული ჩვენებით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები