თამარ გაბუნია: ვაქცინაციის ის ტემპი, რომელიც ახლა გვაქვს არ არის სასურველი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის ის ტემპი რაც ამჟამადაა ქვეყანაში სასურველი არ არის და ის უნდა გაიზარდოს.

მისი თქმით, სოფლებში მოსახლეობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვით დაინტერესებულია.

“ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს. ვაქცინაციის ის ტემპი, რომელიც ახლა გვაქვს არ არის სასურველი და ეს ყველას კარგად გვესმის. თუმცა, არსებობს დამატებითი რესურსი, რომ მოსახლეობის დამატებითი მობილიზაცია მოხდეს – კარდაკარ სიარულის პრინციპით. საბედნიეროდ, სოფლებში მოსახლეობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვით დაინტერესებულია. იზრდება მსურველთა რაოდენობა. ვფიქრობთ, ოჯახის ექიმებისა და ასევე, ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევითა ეს პროცესი მეტ ძალას შეიძენს და ტემპიც გაიზრდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები