ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშივლი, რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე გაეცნენ.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკი 11 მილიონზე მეტი ლარით აფინანსებს. სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს დიდი და მცირე საცურაო აუზების, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზების მშენებლობას. მოეწყობა გასახდელები და საშხაპეები, მოხდება კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ასევე, გათვალისწინებულია პარკინგი.
სპორტ-კომპლექსის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები