ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდს მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ, პრემიერმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა გარდაცლილთა ოჯახებს.

“დიდი ტრაგედია მოხდა ამ ქალაქში და მთელმა ქვეყანამ განიცადა ეს უბედურება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ვუსურვებ გამძლეობას და ღმერთის წყალობას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. პროკურატურამ მათ ბრალდება წარუდგინა სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია. დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები