კოვიდინფიცირებული მოსწავლეები და პედაგოგები – კახეთში კოვიდვითარება დამძიმდა

მესამე დღეა კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება დაიძაბა- სკოლებში კორონავირუსის ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება. გაიზარდა ჰოსპიტალიზაცია და ლეტალობის მაჩვენებელი, –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, სკოლებსა და ბაღებში, კოვიდ- 19- ის შემთხვევები მკვეთრად მომატებულია.

მისი თქმით,

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში,  ჩუმლაყსა და ახაშენში, კორონავირუსი 16 მოსწავლეს დაუდასტურდა.​ ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლაშიც, სადაც ორი მოსწავლე და ერთი პედაგოგი  დაავადდა.

“ჩვენ დამატებით რეგულაციები შევიმუშავეთ. სკოლებს მივეცით  რეკომენდაციები და მათ შესაძლებლობა აქვთ, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება. ასევე მობილობის შესამცირებლად, სკოლას შეუძლია გამოიყენოს ჰიბრიდული სწავლება. რეკომენდაციაა გაცემული გურჯაანშიც, რომ კონკრეტული კლასები გადაიყვანონ ონლაინ- სწავლების რეჟიმზე, იმისათვის, რომ საგანმანათლებლო პროცესი არ ჩაიშალოს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა და მშობლების უმრავლესობა აუცრელია”- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები